Monday, October 6, 2014

პროექტის განაცხადი

                                 პროექტის  განაცხადი
თემა
ცხოველთა  სამყაროს  თავისებურებები
პროექტის ავტორები
ლარისა  ქიტოშვილი
ეთერ  თევდორაშვილი
პროექტში მონაწილენი
III კლასის მოსწავლეები
დასაწყისი
02.11.2013.
დასასრული
30.11.2013.  
ბიუჯეტი
საკანცელარიო ხარჯები(ფორმატის ქაღალდი, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, მარკერები,წებო)-სულ 5 ლარი
ოპერატორის ხარჯები-4 ლარი
რესურსები
 მოსწავლეთა ბუქები, პროექტორისაბავშვო ენციკლოპედია,  „ცხოველები”(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა),  „ცხოველები ადამიანის  სამსახურში“, Googl-ის საძიებო ქსელი, საიტი-Ucnauri.com.
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება
  ბავშვებმა  ცოტა  რამ იციან  ველური ბუნების, ცხოველთა სამყაროს თავისებურებების შესახებ. ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე  მათ ებადებათ უამრავი კითხვა  ცხოველთა უცნაური ქცევების, ზომების, ასაკის, რეკორდების  შესახებსურთ  მეტი გაიგონ უიშვიათეს და გადაშენებამდე მისულ არსებებზე, მათი დაცვის გზებზე.  
 არ არის საკმარისი, მარტოოდენ გიყვარდეს ბუნება, საჭიროა, იცნობდე  ცოცხალი სამყაროს ცხოვრებას  და ზრუნავდე მის ბინადრებზე.
მიზანი
მოსწავლეები  მოიძიებენ  და გაეცნობიან ინფორმაციას ველური ბუნების, ცხოველთა სამყაროს თავისებურებების შესახებ; გაიღრმავებენ ცოდნას ბუნებისმეტყველებაში, გაიმდიდრებენ   თვალსაწიერს, შემეცნების სამყაროს;
განუვითარდებათ  საკომუნიკაციო, კვლევითი, საძიებო, ისტ-თან მუშაობის, კლასიფიკაციის, საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები.



განსახორციელე
ბელი ამოცანები
კვირა
  • პროექტინიციატივის განხილვა მოსწავლეებთან  და მშობლებთან, პროექტის გეგმის შედგენა, ამოცანების განაწილება.
II  კვირა
  • მითითებულ  წყაროებზე დაყრდნობით მოსწავლეები  მოიძიებენ ინფორმაციას  ველური ბუნების, ცხოველთა სამყაროს თავისებურებების შესახებ;
III  კვირა
  • ჯგუფში მუშაობით მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციისა და  ფოტო-ვიდეომასალის  კლასიფიკაციას:)საშიში ცხოველები)საყვარელი ცხოველები)უცნაური და იშვიათი ცხოველები
  • მასწავლებლის დახმარებით PP საპრეზენტაციო პროგრამაში მოამზადებენ  შესაბამის სლაიდშოუებს
IV კვირა
  • შექმნიან (ჯგუფებშინახატებს სლოგანებით, სადაც ჩამოაყალიბებენ  ცოცხალი ბუნების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულების წესებს.
  • პროექტის შედეგების პრეზენტაცია- დასკვნითი ღონისძიება.
თვითშეფასება და შეფასება











მონიტორინგის ჯგუფი: .იმერლიშვილი






.შანშიაშვილი








  • პროექტი აქტუალურია, მორგებულია მოსწავლეებში არსებულ პრობლემასთან, რეალურ საჭიროებებთან.
  • პროექტი გამდიდრებულია  ჯგუფური მუშაობის აქტივობებით.
  • მოსწავლეები ასაკის შესაბამისად გაეცნენ  ველური ბუნების თავისებურებებს; გაიღრმავეს  ცოდნა  ბუნებისმეტყველებაში. გაიმდიდრეს   თვალსაწიერი, შემეცნების სამყარო.
  • პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდათ ტექნოლოგიებთან მუშაობის, კვლევითი, საკომუნიკაციო, შემოქმედებითისააზროვნო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.



No comments:

Post a Comment