პროექტის ანგარიშ
დასახელება- „ცხოველთა სამყაროს თავისებურებები“
ხანგრძლივობა- 02.11.2013.- 30.11.2013.
მიზანი- მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ინფორმაციას ველური ბუნების, ცხოველთა სამყაროს თავისებურებების შესახებ; გაიღრმავებენ ცოდნას ბუნებისმეტყველებაში, გაიმდიდრებენ თვალსაწიერს, შემეცნების სამყაროს;
განუვითარდებათ საკომუნიკაციო, კვლევითი, საძიებო, ისტ-თან მუშაობის, კლასიფიკაციის, საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები.
ამოცანები-
- პროექტინიციატივის განხილვა მოსწავლეებთან. ბუკლეტის დამზადება.
- შეხვედრა მშობლებთან, ბუკლეტის გაცნობა. პროექტის გეგმის შედგენა, ამოცანების განაწილება. შეფასების კრიტერიუმების შემუშავება.
- მითითებულ წყაროებზე დაყრდნობით მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ველური ბუნების, ცხოველთა სამყაროს თავისებურებების შესახებ.
- ჯგუფში მუშაობით მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციისა და ფოტო-ვიდეომასალის კლასიფიკაციას:ა)საშიში ცხოველები; ბ)საყვარელი ცხოველები; გ)უცნაური და იშვიათი ცხოველები.
- მასწავლებლის დახმარებით PP საპრეზენტაციო პროგრამაში მოამზადებენ შესაბამის სლაიდშოუებს.
- შექმნიან (ჯგუფებში) ნახატებს სლოგანებით, სადაც ჩამოაყალიბებენ ცოცხალი ბუნების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულების წესებს.
- პროექტის შედეგების პრეზენტაცია- დასკვნითი ღონისძიება.
- დისკუსია-პროექტის შეფასების კითხვარისა და თვითშეფასების სქემის შევსება (მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ და გაუზიარებენ მასწავლებელს)
- პროექტის შეფასება მონიტორინგის ჯგუფის მიერ (რუბრიკის საფუძველზე)
რეზიუმე-
პროექტინიციატივა დაიბადა ზოოპარკში ცხოველებთან სტუმრობის შემდეგ. ბავშვებს დაებადათ უამრავი კითხვა ველური სამყაროს ბინადართა შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათ ცოტა რამ იციან ცხოველთა სამყაროს თავისებურებების შესახებ. აინტერესებთ ცხოველთა უცნაური ქცევების მიზეზები, ასაკი, ზომები და რეკორდები; უცნაურ და გადაშენების პირას მისულ არსებათა ცხოვრების საინტერესო დეტალები, მათი დაცვის გზები და ა.შ.
არ არის საკმარისი, მარტოოდენ გიყვარდეს ბუნება, საჭიროა, იცნობდე ცოცხალი სამყაროს ცხოვრებას და ზრუნავდე მის ბინადრებზე. ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული პროექტი, რომელზე მუშაობაც გაგრძელდა 4 კვირის განმმავლობაში.
პროექტინიციატივა განვიხილეთ მოსწავლეებთან, დავამზადეთ ბუკლეტი. ამას მოჰყვა შეხვედრა მშობლებთან და ბუკლეტის გაცნობა. შევადგინეთ პროექტის გეგმა, ბავშვებმა გაინაწილეს ამოცანები. შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები. მოვიძიეთ საჭირო რესურსები(მოსწავლეთა ბუქები, პროექტორი, საბავშვო ენციკლოპედია, „ცხოველები”(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), „ცხოველები ადამიანის სამსახურში“, Googl-ის საძიებო ქსელი, საიტი-Ucnauri.com.)
მოსწავლეებს მიეთითათ საძიებელი წყაროები (ენციკლოპედიები და ინტერნეტსაიტები). კლასი გაიყო სამ ჯგუფად. I- ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია საშიშ ცხოველებზე, II- ჯგუფმა-საყვარელ ცხოველებზე, III - ჯგუფმა მოიკვლია ინფორმაცია უცნაურ და საშიშ ცხოველებზე, დედამიწაზე არსებულ ცხოველთა დაცვის პრობლემებზე, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, მომზადდა შესაბამისი დასახელების სლაიდშოუები.
მოსწავლეებმა შექმნეს (ჯგუფებში) ნახატები სლოგანებით, სადაც ჩამოაყალიბეს როგორც მეცნიერ- მკვლევართა, ასევე საკუთარი მოსაზრებანი, როგორ დაეხმარონ დედამიწას შვილებს, ველურ ბუნებას , რა უნდა გააკეთონ ცოცხალი ბუნების, ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით;
28.11. 2013 წ. გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია.
პროექტზე მუშაობა დასრულდა დისკუსიით -პროექტის შეფასების კითხვარისა და თვითშეფასების სქემის შევსებით (მოსწავლეებმა ჯგუფურად შეავსეს სქემები და გაუზიარეს მასწავლებელს).
პროექტის მიმდინარე და საბოლოო შეფასება განხორციელდა მონიტორინგის ჯგუფის მიერაც (რუბრიკის საფუძველზე).
მოსწავლეებმა პროექტზე იმუშავეს ინტერესით, მონდომებით. კვლევა-ძიებით, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობით მათთვის საინტერესო უამრავ კითხვაზე მიიღეს პასუხი. საჭირო დახმარებისა და მითითებების მიზნით გაკვეთილების შემდეგაც პოულობდნენ გარკვეულ წუთებს. მოსწავლეებს კონსულტაციას უწევდა ორივე მასწავლებელი-ლ.ქიტოშვილი და ე. თევდორაშვილი.
შედეგი -პროექტზე მუშაობით მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, დედამიწის ცოცხალ სამყაროს გაფრთხილება და დაცვა სჭირდება; გაიგეს, როგორ დაეხმარონ ცხოველებს, რა უნდა გააკეთონ ცოცხალი ბუნების გაფრთხილების მიზნით.
შედეგად, მოსწავლეები გაეცნენ ველური ბუნების თავისებურებებს; გაიღრმავეს ცოდნა ბუნებისმეტყველებაში. გაიმდიდრეს თვალსაწიერი, შემეცნების სამყარო; გააცნობიერეს ის მოქალაქეობრივი მოვალეობა და წვლილი, რომელიც მათ შეუძლიათ შეიტანონ ცხოველთა სამყაროს დახმარების საყოველთაო საკითხში.
პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდათ ტექნოლოგიებთან მუშაობის, კვლევითი, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი, სააზროვნო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
ლ. ქიტოშვილი
No comments:
Post a Comment